среда, 26 октября 2011 г.

ჰ.ჰაინე. პროექტი

პროექტი.

1.            პროექტის   სახელწოდება:  " ჰ.ჰაინეს  ცხოვრება  და  მოღვაწეობა."
2.         პროექტის   მთავარი  იდეა:  გაეცნონ  მოსწავლეები  ჰაინეს   პოეზიას.
3.         პროექტის  აქტუალობა:  მდგომარეობს  იმაში,რომ  მოსწავლეები  გაეცნობიან  დიდი  გერმანელი    პოეტის   ჰაინეს  პოეზიას  როგორც  ქართულ  ისე  გერმანულ  ენებზე  და  ცალკეულ  ლექსებს  წარმოადგენენ  პრეზენტაციის  სახით.
4.        პროექტის  მიზანია:  ბავშვებს    პოეზიის  აღქმისა  და  გაგების  უნარი  და    სიყვარული
ჩაუნერგოს.  იმეტყველონ  გამართულად  გერმანულ  ენაზე.
5.მონაწილეთა ასაკი:  პროექტში  ჩართული  იქნებიან  მე–9  და  მე–10  კლასის  მოსწავლეები.
6.პროექტის  ხანგრძლივობა:  2  კვირა.
7.შედეგი  მიღწეული  იქნება:თუ  მოსწავლეები  შეძლებენ  ჰაინეს  ცხოვრების  დეტალების,  მისი საზოგადოებრივი საქმიანობის  და  მისი  პოეზიის  გაცნობას.  
8.  რესურსები:წიგნები,   თარგმანები,  კრებული,  ინტერნეტი.
9.პროექტის  მსვლელობა:  მოსწავლეები  დაიყოფიან   ჯგუფებად,  თითოეულ  ჯგუფს  მიეცემა  გარკვეული  დავალება  გარკვეული  ვადით.შემდეგ  მოძიებულ  მასალებს მოსწავლეები  შეაჯერებენ, ჩამოაყალიბებენ  და  დაალაგებენ  მასალას, რათა  წარმოადგინონ   პრეზენტაციის   სახით.
10.საგანთან  კავშირი:მოსწავლეები  ეჩვევიან  გერმანულ  ენაზე  მასალების  მოძიებას,  გრამატიკულ –სტრუქტურული   ფორმების  სწორად  გამოყენებას, ეჩვევიან  თარგმანის  ხელოვნებას.
11.პროექტის  ხელმძღვანელი:ლალი  ხეცურიანი.
ელ.  ფოსტის  მისამართი:lalikhetsuriani@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий