ჰაინრიხ ჰაინე (
გერმ. Christian Johann Heinrich Heine) (დ.
13 დეკემბერი,
1797,
დიუსელდორფი — გ.
17 თებერვალი,
1856,
პარიზი),
გერმანელი ,
პუბლიცისტი და
კრიტიკოსი,
ჟურნალისტი და ერთ ერთი გამოჩენილი გერმანელი
რომანტიკოსი პოეტი. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ლირიკული ლექსები რომელთა უმეტესობა შემდგომში გერმანელი კომპოზიტორების მიერ სხვადასხვა დაუვიწყარ მუსიკალურ კომპოზიციაში აირეკლა.
ჰაინეს გავლენა ქართულ ლიტერატურაში
ჰაინეს შემოქმედებას საქართველოში პირველად
ი. ჭავჭავაძე და
აკ. წერეთელი გამოეხმაურნენ. განსაკუთრებით აიტაცეს მისი პუბლიცისტურმა ნაწარმოებები, თარგმნეს რამდენიმე ლექსი „სიმღერების წიგნიდან“, შემდეგ კი სხვა კრებულებიდან. ჰაინეს სატრფიალო ლირიკული თარგმანები ეკუთვნის
იოსებ ბაქრაძეს; მათგან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ლექსმა „ტურფავ, ტურფავ, რას უყურებ!“, რომელიც შემდეგ სიმღერად გავრცელდა. ქართულად თარგმნილია ჰაინეს შემოქმედების დიდი ნაწილი; მას ქართულ ენაზე მიეძღვნა მრავალი მონოგრაფია.
Комментариев нет:
Отправить комментарий