გაკვეთილის მთავარი თემა | ბერლინის კედელიZUR GESCHICHTE DER BERLINER MAUER |
სწავლების საფეხური/კლასი | XII კლასი/მე-3 საფეხური |
საგანი/პედაგოგი | გერმანული ენა |
მოსწავლეთა პროფილი | 6 მოსწავლე |
გაკვეთილის აქტუალობა |
|
გაკვეთილის მიზანი | უცხ.XII.7. მოსწავლე გაბმულად ლაპარაკობს. შედეგი თვალსაჩინოა თუ:
შედეგი თვალსაჩინოა,როდესაც მოსწავლე:
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე
|
წინარე ცოდნა | მოსწავლეებმა იციან, თუ რატომ იყო გერმანია დაყოფილი საოკუპაციო ზონებად. |
შეფასების საგანი და კრიტერიუმები | მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი განმსაზღვრელი შეფასების სქემის მიხედვით. შეფასების კრიტერიუმებია: ლექსიკური მარაგი და პიროვნული დამოკიდებულების დაფიქსირება და მოსაზრების დასაბუთება. |
გამოყენებული სასწავლო და ტექნიკური რესურსი | სახელმძღვანელო, XIIკლასი, მერკვილაძე, ხუციშვილი. დაფა, ცარცი, საწერკალამი. ინტერნეტი: www.google.ge , www.youtube.com , კომპიუტერი, პროექტორი. |
გაკვეთილის მსვლელობა |
აქტივობა 1 _ ფილმის ჩვენება-5 წთ. მოსწავლეებს ვაჩვენებ ფილმს გერმანიის ისტორიიდან, რეპორტაჟი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. აქტივობა 2 _ კითხვა-პასუხი: -3 წთ
საფეხური B-შინაარსის რეალიზება . აქტივობა 3 _ ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება _ 3 წთ. აქტივობა 4 _ ჯგუფური მუშაობა _ 10 წთ ცოდნის კონსტრუირებას მოსწავლეები იწყებენ სახელმძღვანელოში არსებული მასალის გაცნობით. ახალი ტექსტის დასამუშავებლად მოსწავლეები იმუშავებენ მცირე ჯგუფებში ლექსიკონის დახმარებით. სასურველია შერეული დონის ჯგუფების შექმნა, სადაც უფრო ძლიერები დახმარებას გაუწევენ სუსტებს. მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა და ინსტრუქციების მიცემა. სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვეკითხები ტექსტში არსებული ფაქტობრივი ინფორმაციის შესახებ. აქტივობა 5 _ მინი დისკუსია _ 7 წთ. შემდეგ უკვე ვთხოვ გამოკვეთონ ამ თემისადმი პიროვნული დამოკიდებულება (მაგ: რატომ არ შეიძლება იყოს ერი გახლეჩილი ორად?), დაასაბუთონ საკუთარი მოსაზრება, დააკავშირონ საკითხი ჩვენი ქვეყნის რეალობასთან. საფეხური C-რეფლექსია-გამთლიანება. აქტივობა 6 _ ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე _ 5 წთ მოსწავლეებს ვთხოვ შეაჯამონ ძირითადი იდეები-რა ისწავლეს ამ გაკვეთილიდან, რამდენად აქტუალურია მათთვის ეს თემა, შეაფასონ სასწავლო პროცესში საკუთარი მონაწილეობა. კიდევ რისი ცოდნის სურვილი აქვთ. აქტივობა 7 _ საშინაო დავალების მიცემა _ 2 წთ. შეფასება _ 1 წთ. |
вторник, 15 ноября 2011 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий