четверг, 20 октября 2011 г.

გერმანია. გაკვეთილის გეგმა


Activity

1.

გაკვეთილის თემა:

გერმანია, გეოგრაფიული მდებარეობა, დიდი ქალაქები.


2.

სწავლების  საფეხური–კლასი 

მე–5. 12 კლასი

3.

მოსწავლეთა პროფილი

10 მოსწავლე

4.

გაკვეთილის აქტუალობა
მოსწავლეთა ცოდნის და უნარ–ჩვევების გამოვლენა და  გაღრმავება, ისტის დახმარებით ცოდნის გამდიდრება.



5.



მიზანი და  შედეგები



მოსწავლე კითხულობს და იგებს სხვადასხვა თემაზე შექმნილ შემეცნებით ტექსტს

(ისტორიული, გეოგრაფიული, კულტურული და ა. შ.) უცხ.ს.V.4.

6.

წინარე  ცოდნა

რა  იციან  მოსწავლეებმა  მოცემული  საკითხის შესახებ, რომელსაც  ავლენენ  ახალი  მასალის   ათვისების  დროს.

7.

შეფასების  საგანი  და  პროცედურები
მოსწავლეებს ვაფასებ  განმავითარებელი  და  შემაჯამებელი  შეფასებით.  ვაკეთებ  შეფასების  რუბრიკას  მათი  ჯგუფურ  მუშაობაში  ჩართულობის  მიხედვით.  რუბრიკა მოსწავლეებისათვის  წინასწარაა  ცნობილი. 

8.

სასწავლო  მასალა  და ტექნიკური საშუალებები:

სახელმძღვანელო მე–12 კლასის, ავტ. მერკვილაძე,  გერმანიის  რუკა,  ინტერნეტ მასალა, პროექტორი.

9.

გაკვეთილის  მსვლელობა:

საორგანიზაციო   საკითხები:





















10.

კლასიის მენეჯმეტი



















საშინაო  დავალება:

A ფაზა– გამოწვევა:
მოსწავლეებს წარვუდგენ  ასახსნელი თემის  სათაურს– გერმანია  და  თემის  ირგვლივ  ვსვამ  კითხვებს  თუ   რა   იციან  გერმანიის   შესახებ.  (5 წთ.)

B ფაზა–ცოდნის  კრიტერიუმები:
ისტის  დახმარებით  მოსწავლეებს  ვაწვდი  დამატებით  ინფორმაციებს  გერმანიის  გეოგრაფიული  მდებარეობის   შესახებ  და  შესაბამისად  ვიყენებ  სლაიდს,  კერძოდ  გერმანიის  რუკას,  ბერლინის,  მიუნხენის, ლაიპციგის,  შტუდგარდის, და  დრეზდენის  ხედებს.
ამის  შემდეგ  კლასს  ვყოფ  2  ჯგუფად  და  თითოეულ  ჯგუფს   ვაძლევ სხვადასხვა მინი  ტესტებს  გერმანიის  შესახებ.  (25 წთ.)
შემდეგ  ვავალებ თითოეული  ჯგუფის  პრეზენტატორს  წარმოადგინოს  მათი  ჯგუფის  მიერ თარგმნილი  ტექსტი.  ამავე დროს მოსწავლეები  აფასებენ  ერთმანეთის  ნამუშევრებს.  (თითოეული  პრეზენტაცია  3 წთ.)


C  ფაზა–გამთლიანება,განმტკიცება  და  შეჯამება.
ვსვამ  კითხვებს მოცემულ  თემასთან დაკავშირებით, მოსწავლეები შესაბამისად  სცემენ პასუხს თუ  რა  ისწავლეს  და  რა  გაიგეს  ახალი.  (5 წთ.)

მოსწავლეებს  ვავალებ  ინტერნეტის  საშუალებით   მოიძიონ  დამატებითი  ინფორმაცია  გერმანიის  შესახებ.  (2წთ.)

Комментариев нет:

Отправить комментарий