четверг, 20 октября 2011 г.

პროექტი

Activity
პროექტის სახელწოდება "ეკოლოგიური  პრობლემა  ევროპაში"
მთავარი  იდეა ბუნებისა  და გარემოს  დაცვა.
პროექტის  აქტუალობა თემა გათვალისწინებულია  და  პირდაპირ  კავშირშია  ადამიანის  ჯამრთელობასთან  და ჯანსაღ  ცზოვრებასთან.
პროექტის  მიზნები მოსწავლეებმა  უნდა  გამოავლინონ  გერმანულ  ენაზე  ინფორმაციის  მოძიების და მისი პრაქტიკაში  გამოყენების  უნარი.
მონაწილეთა ასაკი: 17  წელი,  12 კლასი.
პროექტის  მომზადების ვადა: მოსწავლეები  მუშაობენ  ორი  კვირის  მანძილზე,  რათა  მიაღწიონ  სასურველ  შედეგს.
მოსალოდნელი  შედეგები: მოსწავლეები  მოიპოვებენ ინფორმაციას ინტერნეტით  ეკოლოგიაში მიმდინარე  პრობლემების–ცვლილებების  შესახებ, ქმნიან  სლაიდ–  შოუს ბუნების  დაცვისა და  გაფრთხილების  მოწოდებით.აგრეთვე  რაიონულ  გაზეთში წერენ  წერილს  მათი  სოფლის ეკოლოგიურ  პრობლემებზე.
პროექტის  რესურსები: კომპიუტერი,პროექტორი,  ჟურნალ–გაზეთები.
პროექტის  მსვლელობა: მოსწავლეები  ეცნობიან პროექტის სახელწოდებას. მათ  იციან თუ რას ნიშნავს ეკოლოგია. მეტი ინფორმაფიის მასალებით  ვუჩვენებ ვიდეო  ფილმს,  სადაც  ბუნების  სილამაზე, მცენარეებისა  და  ზღვის  ბინადრების  მრავალფეროვნებაა  ასახული.  ეს  ფილმი  იწვევს  სურვილს,ინტერესს  მოსწავლეებში,  რათა იფიქრონ  ბუნების  დაცვის  პრობლემებზე.შესაბამისად ჩნდება   გადასაჭრელი  პრობლემების  სახე:ჰაერის, წყლის და პროდუქტების  დაბინძურება. მათი  გამომწვევი  მიზეზების  კვლევა.კლასი   იყოფა  ორ  ჯგუფად.  თითოეული თავად  ირჩევს  გამოსაკვლევ  პრობლემას.იწყებენ  მუშაობას  ჩემს  მიერ მითითებული წყაროებით  და ინტერნეტ–  სლაიდებით.
საგანთან  კავშირი მოსწავლეები  ეჩვევიან  გერმანულ  ენაზე  ინფორმაციის  მოძიებას,  კითხვას,  წერას, გრამატიკული  სტრუქტურული ფორმების სწორად  გამოყენებას.
პროექტის ხელმძღვანელი: გერმანული  ენის  მასწავლებელი: ლალი ხეცურიანი
პროექტის  შეფასების  კრიტერიუმები: თეორიული  ცოდნის  პრაკტიკაში გამოყენება, კვლევა, დაგეგმვა და  ჩატარების  უნარი, ინფორმაციის  მოძიების უნარი, მათ მიერ წარმოდგენილი ნამუშევრების ორგანიზება

Комментариев нет:

Отправить комментарий