პროექტი.
1. პროექტის სახელწოდება: " ჰ.ჰაინეს ცხოვრება და მოღვაწეობა."2. პროექტის მთავარი იდეა: გაეცნონ მოსწავლეები ჰაინეს პოეზიას.
3. პროექტის აქტუალობა: მდგომარეობს იმაში,რომ მოსწავლეები გაეცნობიან დიდი გერმანელი პოეტის ჰაინეს პოეზიას როგორც ქართულ ისე გერმანულ ენებზე და ცალკეულ ლექსებს წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
4. პროექტის მიზანია: ბავშვებს პოეზიის აღქმისა და გაგების უნარი და სიყვარული
ჩაუნერგოს. იმეტყველონ გამართულად გერმანულ ენაზე.
5.მონაწილეთა ასაკი: პროექტში ჩართული იქნებიან მე–9 და მე–10 კლასის მოსწავლეები.
6.პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა.
7.შედეგი მიღწეული იქნება:თუ მოსწავლეები შეძლებენ ჰაინეს ცხოვრების დეტალების, მისი საზოგადოებრივი საქმიანობის და მისი პოეზიის გაცნობას.
8. რესურსები:წიგნები, თარგმანები, კრებული, ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მიეცემა გარკვეული დავალება გარკვეული ვადით.შემდეგ მოძიებულ მასალებს მოსწავლეები შეაჯერებენ, ჩამოაყალიბებენ და დაალაგებენ მასალას, რათა წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.
10.საგანთან კავშირი:მოსწავლეები ეჩვევიან გერმანულ ენაზე მასალების მოძიებას, გრამატიკულ –სტრუქტურული ფორმების სწორად გამოყენებას, ეჩვევიან თარგმანის ხელოვნებას.
11.პროექტის ხელმძღვანელი:ლალი ხეცურიანი.
ელ. ფოსტის მისამართი:lalikhetsuriani@gmail.com