понедельник, 28 ноября 2011 г.

შეფასების კომპონენტები
 

საკლასო სამუშაო;


საშინაო დავალება;


შემაჯამებელი დავალება;


საკლასო სამუშაო.
 
ფასდება შემდეგი ცოდნა და უნარები:
პრობლემის გააზრება;
კომუნიკაცია;
სწავლა;
თანამშრომლობა;
საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა;
შემოქმედებითობა;
გარემოზე პასუხისმგებლობა და ზრუნვა;
სივრცეში ორიენტირება თვალსაჩინოებების გამოყენება და შექმნა;

უნარები ფასდება შემდეგი აქტივობებით:

თემასთან დაკავშირებით დასმული კითხვებით;
დასმულ კითხვაზე გაცემული პასუხით;
განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მსჯელობითა და ანალიზით;
განხილული მოვლენებისა და პროცესებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვით;
დასმული პრობლემის გადაჭრის გზის შეთავაზებით;
ჯგუფურ მუშაობაში შეტანილი წვლილით;
დისკუსიაში მონაწილეობის სიხშირით;
ახსნილი ცნებებისა და ტერმინების განმარტებებითა თუ გამოყენებით;
მოვლენებისა და პროცესების განხილვისას საკუთარი მოსაზრების დასაბუთებით;
თვალსაჩინოებების გამოყენებითა და შექმნით;
პრეზენტაციით;
დროის ლიმიტის დაცვით;
დისკუსიაში გამოთქმული მოსაზრებებითა და არგუმენტებით;


საშინაო დავალება.

ფასდება შემდეგი ცოდნა და უნარები:
 
პრობლემის გააზრება
ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
კავშირებისა და მიმართებების დადგენა
კომუნიკაცია
სწავლა
თანამშრომლობა
პრობლემის გადაჭრა
შემოქმედებითობა
გარემოზე პასუხისმგებლობისა და ზრუნვა
ისტორიულ-გეოგრაფიული კვლევა
სივრცეში ორიენტირება
ისტორიული ეპოქის განცდა
თვალსაჩინოებების გამოყენება და შექმნა
კრიტიკული აზროვნება


უნარები ფასდება შემდეგი აქტივობებით:
 
ცნებებისა და ტერმინების განმარტებებითა თუ გამოყენებით
მოვლენებისა და პროცესების განხილვისას მოსაზრებების არგუმენტირებით
დასმულ კითხვაზე გაცემული პასუხით;
განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მსჯელობითა და ანალიზით;
დასმული პრობლემის გადაჭრის გზის ჩამოყალიბებით;
თვალსაჩინოებების გამოყენებითა და შექმნით;
პრეზენტაციით;
დისკუსიაში გამოთქმული მოსაზრებებითა და არგუმენტებით;
წერითი ნამუშევრის შექმნით;



შემაჯამებელი შეფასება

ფასდება შემდეგი უნარები:
კრიტიკულ პირობებში (ტესტი, საკონტროლო და სხვა) ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომჟღავნება
პრობლემის გააზრება
ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
კავშირებისა და მიმართებების დადგენა
კომუნიკაცია
ისტორიულ-გეოგრაფიული კვლევა
პრობლემის გადაჭრა
შემოქმედებითობა
სივრცეში ორიენტირება
ისტორიული ეპოქის განცდა
თვალსაჩინოებების გამოყენება და შექმნა
გარემოზე პასუხისმგებლობა და ზრუნვა
კრიტიკული აზროვნება


შემაჯამებელი დავალებების ტიპები:

საკონტროლო წერა
ტესტირება
კითხვა-პასუხი
თემა/ესე
პრეზენტაცია
პროექტი
რეფერატი
კვლევა
დისკუსია/დებატები
კონფერენცია




მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები

დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა;
ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
მითითებული უნდა იყოს საგნობრივი სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შეფასებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.

среда, 16 ноября 2011 г.

პროექტი

დღესასწაულები გერმანიაში

1.პროექტის სახელწოდება:დღესასწაულები გერმანიაში.
2.პროექტის მტავარი იდეა 1–2 წინადადებით:უცხო ქვეყნის დგესასწაულების გაცნობა და მშობლიურთან შედარება.
3.პროექტის აქტუალობა:ბავშვები უკეთ გაეცნობიან  უცხო ქვეყნის ტრადიციებსა და მათ კულტურას.
4.პროექტის მიზნები: რესურსების მოძიება:გამოყენება,მშობლიური დაუცხო კულტურათა შედარება,საკუთარი აზრის გამოთქმა,ლექსიკის გამდიდრება,შეფასების უნარის გამომუშავება,შეფასების დასაბუთება.
5.მონაწილეთა ასაკი:14–15წელი.
6.ვადები,ხანგრძლივობა:ერთი კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგებიპროდუქტები,რაც  შეიძლება შეიქმნას:შედეგი თვალსაჩინოა როდესაც მოსწავლე გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას და განმარტავს მას,ავლებს პარალელებს უცხო და მშობლიურ კულტურებს შორის, პოულობს განსხვავებებს.ეფექტურად იყენებს რესურსებს.
8.პროექტისათვის საჭირო ზირითადი რესურსები:სახელმძღვანელო,რვეული,ცარცი, დაფა,აუდიო კასეტა(მოსასმენი ტექსტისათვის)
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):გონებრივი იერიში,ტექსტების წაკითხვა და თარგმანი,ლექსიკური მარაგის გამდიდრება,შეფასება.
10.საგნებთან/საგნობრივჯგუფებთან/ეროვნულ საწავლო გეგმასთან კავშირი:საზოგადოებრივ მეცნიერებებთან,ხელოვნებასთან.
11.პროექტის ხელმძღვანელი:lali Chezuriani

вторник, 15 ноября 2011 г.

გავეცნოთ გერმანიის დიდ ქალაქებს.პრეზენტაცია.



გერმანიის ქალაქები ბევრ საიდუმლოს გაგიმხელთ. ეს ქვეყანა მინიატურულ სურათს მოგაგონებთ, რომელიც სავსეა დიდი ქალაქების საუცხოო ხიბლით, პატარა ქალაქების მყუდროებით, მდიდარი კულტურითა და ხელოვნებით, საუცხოო ტაძრებით, გოტიკური ეკლესიებით და რა თქმა უნდა, უნიკალური ღვინითა და ლუდით.

ტერიტორიულად გერმანია საზღვარს ცხრა ქვეყანასთან იყოფს, აღსანიშნავია, რომ ევროპაში ამ მაჩვენებლით ის ერთადერთია. გერმანიის ტერიტორია დაყოფილია 15 რაიონად (bundeslander).


ისტორია

გერმანიის ისტორიაში ბევრს წაიკითხავთ დაპყრობისა და ოკუპაციის შესახებ. მდინარეებმა დუნაიმ და რეინმა გერმანული ტომები კათოლიკებისგან ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ ასწლეულში გაყო. თუმცა 500 წლის შემდეგ, ქრისტიანობა ამ მიწაზეც გავრცელდა. საფრანგეთის მეფემ კარლ დიდმა, რომელმაც საქსონიელებსა და ბავარიელებზე გაიმარჯვა, მეცხრე ასწლეულის დასაწყისში პირველი რეიხი (პირველი იმპერია) დააარსა. უფრო მოგვიანებით, იტალიურ სამეფოებთან ურთიერთობამ რომის იმპერიის შემადგენლობაში შესვლა განაპირობა. 1517 წელს რეფორმაციულ მოძრაობას სათავეში მარტინ ლუთერი ჩაუდგა. შედეგად, დაძაბული ურთიერთობები პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის, ცამეტწლიანი ომის მიზეზი გახდა, რომელიც მხოლოდ 1648 წელს დასრულდა. გერმანია ადგილობრივი პრინცების ძლიერმა მმართველობამ შეინარჩუნა იქამდე, ვიდრე პრუსიელების მთავრობა არ გაძლიერდა და 1871 წელს გერმანიის იმპერია (მეორე რაიხი) არ ჩამოყალიბდა. იმ დროს კანცლერი ცნობილი ოტო ფონ ბისმარკი იყო, ხოლო პირველი კაიზერი ვილჰელმ I. მხოლოდ კიდევ ორი კაიზერის მმართველობის დასრულების შემდეგ, მონარქია დასრულდა. ვილჰელმ II-მ საკუთარ გვირგვინზე უარი პირველი მსოფლიო ომის ბოლოს თქვა.

ბერლინი

ბერლინი გერმანიის და ზოგადად, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ქალაქია. სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, მდინარე შპრეეზე მისი დაარსების დღიდან (მე13 საუკუნე), ბერლინი არასოდეს იქცევდა ისეთ ყურადღებას, როგორსაც ის უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში იქცევს. ბერლინი გერმანიის გულია, მისი ბრწყინვალება ნათლად შეიგრძნობა მსხვილ დაწესებულებებში, უჩვეულო მუზეუმებსა და თეატრებში, მდიდრულ რესტორნებში, ხმაურიან ღამის კლუბებში და ა.შ. ბერლინი საუცხოო ქალაქია სასეირნოდ.


ფრანქფურტი

ეს ქალაქი ტურისტების უმრავლესობაში ბანკებისა და მსხვილი ფირმების სუპერთანამედროვე ცათამბჯენებთან  ასოცირდება. ეს გასაგებიცაა, რადგან ფრანქფურტი გერმანიის ნამდვილი ეკონომიკური და ფინანსური ცენტრია. სწორედ იქ მდებარეობს ოთხას ოცზე მეტი გერმანული და საერთაშორისო საკრედიტო-საფინანსო კომპანია და ბანკი. ყოველწლიურად ქალაქში ოცდათოთხმეტზე მეტი გამოფენა და ბაზრობა იმართება, რისთვისაც ფრანქფურტში 1,3 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჩადის. ოცდათოთხმეტი გამოფენიდან თხუთმეტი თავის სფეროში, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი გამოფენაა. ყოველწლიურად ქალაქში 55.000-ზე მეტი კონგრესი, სემინარი, კონფერენცია და ა.შ.  იმართება.


მიუნხენი

ეს ლუდისა და ბაროკოს დედაქალაქია. მისი იერსახე განსხვავებულია. მიუნხენი ეს არის მეგაპოლისი და "დიდი სოფელი", სადაც თქვენ შეიძლება ქუჩაში მოგესალმონ. ის ყველა ევროპული სტილის არქიტექტურის მუზეუმია, ზოგადად კი, ის ასოცირდება მსოფლიოში ცნობილ ლუდთან, შემწვარ ძეხვთან და ყველაზე დიდ დღესასწაულთან მსოფლიოში, რომელსაც ოქტობერფესტი ჰქვია. მიუნხენი-ეს არის საუცხოო ბუტიკები და ბევრი ცნობილი ევროპელის და რა თქმა უნდა, გერმანელის თავშეყრის ადგილი. ის გერმანიის სამრეწველო დედაქალაქია. გარდა ამისა, ის კინემატოგრაფიის ქალაქია და მსოფლიო ფერწერის საგანძურსაც წარმოადგენს.


ვეიმარი

ეს პატარა გერმანული ქალაქი ადგილობრივებისთვის ერთგვარი, კულტურული მემკვიდრეობაა. ვეიმარში ცხოვრობდნენ ისეთი ინტელექტუალური გიგანტები, როგორიცაა: ბახი, შილერი, ლისტი, ნიცშე, გოეთე და სხვები. თანამედროვე არქიტექტურის ქვაკუთხედად არის ქცეული ვალტერ გროპიუსის მიერ დაარსებული ბაუხაუსის სკოლა. თავისი ისტორიული მნიშვნელობის წყალობით, ვეიმარმა საკმაოდ დიდი დაფინანსება მიიღო შენობების რეკონსტრუქციისათვის და 1999 წელს ევროპის კულტურული დედაქალაქის სტატუსი მიენიჭა.

რეინის ველი

რეინის ყველაზე საუცხოო ველი მაინცსა და კობლენცს შორის მდებარეობს. იქ საუცხოო ლანდშაფტია. ამ ტერიტორიაზე თქვენს ყურადღებას მიიქცევს ვენახები, ბევრი ციხე-სიმაგრე და პატარა სოფლები, რომლებიც ღვინის წარმოებას ეწევიან. წელიწადში ერთხელ, ყველა სოფელს ღვინის თავისი დღესასწაული აქვს. ყველაზე ცნობილ ღონისძიებას კი "რეინი ცეცხლში" წარმოადგენს, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ფეიერვერკებითა და საუცხოო სპეცეფექტებით ირთვება.


ლუბეკი

შუასაუკუნეების  საუცხოო ქალაქია, რისი წყალობითაც ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობათა ჩამონათვალში მოხვდა.

ალტშტატი (ძველი ქალაქი) მეორე მსოფლიო ომის დროს უმოწყალოდ იბომბებოდა. თუმცა შემდეგ მისი სრული რეკონსტრუქცია განხორციელდა და ახლა ის ისევ უჩვეულო ქალაქს წარმოადგენს.





კიოლნი

კიოლნი ყველაზე ძველი ქალაქია გერმანიაში. მისი სიმბოლოა ქალაქის ცენტრში აღმართული გოტიკური ეკლესია დათივის კოშკებით. ამ ეკლესიაში ბევრი შეუფასებელი ძვირფასეულობაა დაცული. ტაძარი, რომლის მშენებლობაც 750 წლის წინ დაიწყო, 1998 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობაა 12 ეკლესიისგან შემდგარი ანსამბლი, რომელიც შუასაუკუნეების ერთ-ერთი საუცხოო სიმბოლოა. ქალაქში ყოველთვის დიდი მხიარულებაა, ამიტომაც ის ტურისტებს წელიწადის ყველა დროს იზიდავს.

დრეზდენი

ის საქსონიის ფედერალური მიწის დედაქალაქია და გერმანიის უმნიშვნელოვანეს ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენს. სწორედ დრეზდენში გამოიგონეს თავის დროზე ევროპული ფაიფური. აქედან იღებს სათავეს ევროპული გიმნაზიის სისტემაც. გარდა ამისა, დრეზდენი ეს არის ფართო ელბა, რომელზეც საღამოობით საოცრად სასიამოვნოა ძველი გემით გასეირნება. ამ ქალაქში თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას მიიქცევს ადგილობრივი სამზარეულო, მსუბუქი ღვინო და უჩვეულო ადგილობრივი დიალექტი.


ლეიპციგი

ეს ქალაქი XI საუკუნეში დაარსდა. ნახევარი საუკუნის შემდეგ, მას იმპერიული ბაზრობის ქალაქის" სტატუსი მიენიჭა, რითიც საფუძველი დაედო გამოფენებისა და ბაზრობების გამართვის რვასაუკუნოვანზე დიდ ტრადიციას. ახლანდელი ლეიპციგი ამაყობს საკუთარი საქმიანი წარსულით, თუმცა არ ივიწყებს საქმიან აწმყოსაც. ფრანქფურტის შემდეგ, ის გერმანიის მეორე "საბანკო" დედაქალაქია. ამ ქალაქში ყოველწლიურად 25 საერთაშორისო გამოფენა იმართება.





მაღაზიები 

გერმანიაში მაღაზიები ერთგვარ ნაციონალურ თავისებურებას წარმოადგენს. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში სუვენირების სახით იყიდება Hummel-ის სტატუები, თერმომეტრები, მუქი სათვალეები, ხის ნაკეთობანი, ტყავის ნივთები, კამერები (და სხვა ოპტიკური მოწყობილობები, მაგალითად, ბინოკლი), ანტიკვარი, უნიკალური სათამაშოები და თოჯინები, ღვინო, ყველი, მინის ჭურჭელი და ა.შ. კლასიკური, შეკვეთით შეკერილი ტრადიციული სამოსი საუკეთესო ინვესტიციაა, როგორც მამაკაცის, ისე ქალბატონისათვის, რადგან ხარისხიანია და თანაც მოდიდან არასოდეს გადის.

დასავლეთ გერმანიაში შესაძლებელია ხის ნაკეთობების, ფაიფურის, საბჭოთა არმიის შესახებ დაწერილი სტატიების, თიხის ჭურჭლისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენა. ტურინგენის ტყის რაიონი ცნობილია თავისი მინით. კერძოდ, ქალაქს Lauscha იცნობენ, როგორც სადღესასწაულო მორთულობის მწარმოებელს. თუ ბავარიაში ზაფხულში ჩახვალთ, აუცილებლად ეწვიეთ ქალაქ Wasserburg-ს, სადაც კარგი სუვენირების შეძენას შეძლებთ.


ტრანსპორტი

გერმანიაში ტრანსპორტი უნიკალური მოვლენაა, უამრავი საცობის წარმოქმნის მიუხედავად, პუნქტუალობა მოძრაობის აუცილებელ წესებში შედის. მაგალითად, ჰამბურგში (გერმანიაში სიდიდით მეორე ქალაქი) თქვენ შეგიძლიათ წუთებში გათვალოთ მგზავრობა ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში.




დღესასწაულები

ჯაზის ფესტივალი ბერლინში (ნოემბერი) ყველაზე პოპულარული ღონისძიებაა, რომელსაც სულმოუთქმელად ელოდებიან. ძალიან საინტერესოა მოსავლის ფესტივალი Rhineland-ში, რომელსაც თან ფეერვერკებიც ახლავს. ასევე საკმაოდ პოპულარულია Oktoberfest, რომელიც მიუნხენის სიახლოვეს ყოველწლიურად იმართება. იმ შემთხვევაში, თუ ამ ღონისძიებაზე მოხვდებით, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის იმყოფებით.

ბალნეოლოგიური კურორტები

ბადენ-ბადენი, ვისბადენი, ბადენვეილერი, ახენი, ვილდბადი, ბად-ვალდზე, ტაბარცი, ბად-ნაუგეიმი, ბად-ხომბურგი, ბად-კრეიცნახი, ბად-ელსტერი, ბად-ბრამბახი, ობერსტდორფი, ობერშტაუფენი, ობერვიზენტალი, ფრიდრიხროდი.

დრო თბილისთან მიმართებაში

-2 საათი



საბაჟო კონტროლი

ქვეყანაში იკრძალება ნარკოტიკების, იარაღის, ფსიქოტროპული მეტიკამენტების, საწამლავის შეტანა

ვალუტა

ევრო. ნაციონალური და უცხოური ვალუტის შეტანა ან ქვეყნიდან გატანა არ იზღუდება. იმ შემთხვევაში, თუ ფულს სასტუმროში, აეროპორტში ან სადგურზე დაახურდავებთ, თქვენგან პროცენტს აიღებენ.

ძირითადი ღირშესანიშნაობები

ბერლინი-პრუსიის კულტურული საგანძურის სახელმწიფო მუზეუმი; გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი; მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი; პერგამონის მუზეუმი; ბოდეს მუზეუმი; შარლოტენბურგის სასახლე, რომლის ტერიტორიაზეც ანტიკური და ეგვიპტური მუზეუმი მდებარეობს; გერმანული ფოლკლორის მუზეუმი; ბრანდერბურგის ჭიშკარი (1788-1791); არსენალის შენობა (1695-1706); წმინდა ხედვიგის ტაძარი (1747-1773); წმინდა ნიკოლოზის ტაძარი (XIV ს.); რაიხსტაგის შენობა (1884-1894); 67-მეტრიანი გამარჯვების კოლონა (1873); მსოფლიოში უდიდესი ტირგარტენის ზოოპარკი; ბერლინის სატელევიზიო ანძა (365 მ.); ბოტანიკური ბაღი; ბავარიის ნაციონალური მუზეუმი; ნიმფენბურგის სასახლე; გერმანიის თეატრალური მუზეუმი; კიოლნი-კიოლნის ტაძარი (1248-1880, 157მ.); სანქტ-მორის-იმ-კოპიტალი (1049); სანქტ-გერეონის ტაძარი (II ს.); სანქტ-კლიბერტის ტაძარი (XIII ს.); მართლმადიდებლური ეკლესია (XIX ს.); აღმოსავლეთ აზიის ხელოვნების მუზეუმი; შტუტგარდი-ავტომობილების მუზეუმი; ზოოპარკი, ბოტანიკური ბაღი; ჰამბურგი-საზღვაო პორტი; პოტსდამი-სან-სუსის სასახლე; ფრანქფურტი-არქიტექტურული ნეოგოტიკური კომპლექსი რემერი; თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი; დიუსელდორფი-რაინტრუმის კოშკი; ბენრატის სასახლე; ჰამბურგი-"წითელი შუქურების" რაიონი რეპერბანი (ან სანქტ-პაული), სადაც 18 წლამდე შესვლა აკრძალულია.
გაკვეთილის მთავარი თემა

ბერლინის კედელი

ZUR GESCHICHTE DER BERLINER MAUER

სწავლების საფეხური/კლასი
XII კლასი/მე-3 საფეხური
საგანი/პედაგოგი
გერმანული ენა
მოსწავლეთა პროფილი
6 მოსწავლე
გაკვეთილის აქტუალობა
  • პრობლემის სწორად აღქმა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას. 
  • თემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისაც, ვინაიდან ეხება ისეთ სახელმწიფოებრივად სასიცოცხლო პრიორიტეტებს, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა და ეროვნული სუვერენიტეტი
გაკვეთილის მიზანი
უცხ.XII.7. მოსწავლე გაბმულად ლაპარაკობს.
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
  • მოსწავლე ყვება თავს გადამხდარ, გაგონილ, ნანახ, წაკითხულ ამბავს. საკამათო საკითხებთან დაკავშირებით გამოხატავს და განმარტავს თავის პოზიციას, გასამყარებლად მოჰყავს მაგალითი. გადმოსცემს დიალოგის, ინტერვიუს შინაარსს.
უცხ. XII. 11 მოსწავლე იგებს ფაქტობრივი მასალის შემცველ შემეცნებით ტექსტს სხვადასხვა თემაზე (ისტორიის, კულტურის, ბუნებისმეტყველების სფეროებიდან).
შედეგი თვალსაჩინოა,როდესაც მოსწავლე:
  • ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს. ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას.
უცხ.xII.1.მოსწავლე იგებს დიალოგს,ინტერვიუს,რეპორტაჟს.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე
  • ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, საკითხებს).  ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას.
  •  ამოიცნობს თანამოსაუბრეთა დამოკიდებულებას, განწყობილებას, შეფასებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. განასხვავებს მეტყველების ფამილარულ და თავაზიან ფორმებს.
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან, თუ რატომ იყო გერმანია დაყოფილი საოკუპაციო ზონებად.
შეფასების საგანი და კრიტერიუმები
მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი განმსაზღვრელი შეფასების სქემის მიხედვით. შეფასების კრიტერიუმებია: ლექსიკური მარაგი და პიროვნული დამოკიდებულების დაფიქსირება და მოსაზრების დასაბუთება.
გამოყენებული სასწავლო და ტექნიკური რესურსი
სახელმძღვანელო, XIIკლასი, მერკვილაძე, ხუციშვილი. დაფა, ცარცი, საწერკალამი.
 ინტერნეტი: www.google.ge , www.youtube.com , კომპიუტერი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა
  • მისალმება, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება _ 3 წთ.
  • წინა გაკვეთილზე ახსნილი მასალის გამოკითხვა (კითხვა-პასუხის მეშვეობით)_5 წთ.
  • მოტივაციის შექმნა - მოსწავლეებს წინასწარ ვაცნობ შეფასების სქემას და ვპირდები, რომ აქტიური მოსწავლეები მიიღებენ მაღალ ქულებს - 3 წთ
საფეხური A-გამოწვევა.
აქტივობა 1 _ ფილმის ჩვენება-5 წთ.
მოსწავლეებს ვაჩვენებ ფილმს გერმანიის ისტორიიდან,
რეპორტაჟი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
აქტივობა 2 _ კითხვა-პასუხი: -3 წთ
  1. wie habt ihr diesen Film gefallen?
  2. worum handelt es sich um diesen Film?
  3. welches Bauwerk ist auf dem Foto dargestellt?
მსგავსი შეკითხვები ხელს შეუწყობს წინარე ცოდნის გააქტიურებასაც.
საფეხური B-შინაარსის რეალიზება .
აქტივობა 3 _ ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება _ 3 წთ.
აქტივობა 4  _ ჯგუფური მუშაობა _ 10 წთ
ცოდნის კონსტრუირებას მოსწავლეები იწყებენ სახელმძღვანელოში არსებული მასალის გაცნობით. ახალი ტექსტის დასამუშავებლად მოსწავლეები იმუშავებენ მცირე ჯგუფებში ლექსიკონის დახმარებით. სასურველია შერეული დონის ჯგუფების შექმნა, სადაც უფრო ძლიერები დახმარებას გაუწევენ სუსტებს.
მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა და ინსტრუქციების მიცემა.
სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვეკითხები ტექსტში არსებული ფაქტობრივი ინფორმაციის შესახებ.
აქტივობა 5  _ მინი დისკუსია _ 7 წთ.
შემდეგ უკვე ვთხოვ გამოკვეთონ ამ თემისადმი პიროვნული დამოკიდებულება (მაგ: რატომ არ შეიძლება იყოს ერი გახლეჩილი ორად?), დაასაბუთონ საკუთარი მოსაზრება, დააკავშირონ საკითხი ჩვენი ქვეყნის რეალობასთან.
საფეხური C-რეფლექსია-გამთლიანება.
აქტივობა 6  _ ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე  _ 5 წთ
მოსწავლეებს ვთხოვ შეაჯამონ ძირითადი იდეები-რა ისწავლეს ამ გაკვეთილიდან, რამდენად აქტუალურია მათთვის ეს თემა, შეაფასონ სასწავლო პროცესში საკუთარი მონაწილეობა. კიდევ რისი ცოდნის სურვილი აქვთ.
აქტივობა 7  _ საშინაო დავალების მიცემა _ 2 წთ.
შეფასება _ 1 წთ.