გერმანია
გერმანია, ოფიციალურად
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (
გერმ. Bundesrepublik Deutschland) არის ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება -
ჩრდილოეთის ზღვა,
დანია და
ბალტიის ზღვა, აღმოსავლეთით -
პოლონეთი და
ჩეხეთი, სამხრეთით -
ავსტრია და
შვეიცარია, ხოლო დასავლეთით -
საფრანგეთი,
ბელგია,
ლუქსემბურგი და
ნიდერლანდები. მისი ფართობია 357,021 კვ. კმ.
2008 წლის მონაცეემბით, ქვეყნის მოსახლეობა 82,060,000 კაცია.
მდ.
რაინი ქვეყნის „მთავარი სამრეწველო ქუჩაა“.
ბოდენის ტბას იგი მის ორ სამხრეთელ მოზობელთან იყოფს. ქვეყანაში, განსაკუთრებით მისი სამრეწველო რაიონებში, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემებია.
მოსაზღვრე ქვეყნებია:
დანია,
პოლონეთი,
ჩეხეთი,
ავსტრია,
შვეიცარია,
საფრანგეთი,
ლუქსემბურგი,
ბელგია,
ნიდერლანდი.
- ფართობი — 357.021 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო — 892 კმ; სახმელეთო — 3,767 კმ.
- ბუნება: გეოგრაფიული რაიონები — ჩრდ. გერმანიის დაბლობი, ცენტრალური გერმანიის ზეგანი მრავალრიცხოვანი მდინარეებით, სამხრეთ გერმანიის ნაყოფიერი დაბლობები, ბავარიის ალპები. მთიანი სისტემები — ბავარიის ალპები, ჰარცი, ერცგებირგე, ტაუნუსი. უმაღ. მწვერვალები (მ) — ცუგშპიცე 2.962, ჰოხვანერი 2.746; მთ. მდინარეები (კმ) — რაინი 865 (სულ 1.320), ელბა 700 (სულ 1.165), დუნაი 647 (სულ 2.858), მაინი 524; მთ. ტბები (კვ.კმ) — ბოდენზეე 305 (სულ 571), მიურიცი110, ხემზეე 80; მთ. კუნძულები (კვ.კმ) — რიუგენი 930, უზედომი 373 (სულ 445), ფემარნი 185; კლიმატი — ატლანტიკური.
- ბუნებრივი რესურსები — რკინის მადანი, ქვანახშირი, საშენი ხე-ტყე, ურანი, სპილენძი, ბუნებრივი აირი, მარილი, ნიკელი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
სახელმწიფო
გერმანია ფედერაციული მმართველოს ქვეყანაა, სადაც მოქმედებს
1949 წელს მიღებული კონსტიტუცია. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტს,
ბუდესტაგს, ირჩევენ ოთხი წლის ვადით და შედგება 496 დეპუტატისაგან. პარლამენტში შეიძლება არჩეულ იქნეს 21 წელს მიღწეული მოქალაქე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი აქვს 18 წლის მოქალააქეს. საკანონმდებლო სისტემაში მნიშვნელოვანია ასევე ბუნდესრატის როლი, სადაც შედიან მიწების მთავრობათა წევრები. მთავრობას მეთაურობს კანცლერი. გერმანია მრავალპარტიული ქვეყანაა.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. პრეზიდენს, კონსტიტუციის თანახმად, ირჩევენ 5 წლის ვადით ფედერალულურ კრებაზე. ერთი და იმავე კანდიდანტურის არჩევა შესაძლებელია მხოლოდ 2-ჯერ.
ადმინისტრაციული დაყოფა]
გერმანია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 16 ფედერაციულ მხარედ (Bundesland), მათ შორის 5 აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე შეიქმნა, დანარჩენი — დასავლეთ გერმანიაში. გერმანიის მხარეებია(ფრჩხილებში დედაქალაქები):
მოსახლეობის რაოდენობით გერმანია მეორე ქვეყანაა ევროპაში და პირველი - ევროკავშირში. ბუნებრივი ნამატი დაბალია, მნიშვნელოვანია საგარეო მიგრაციის როლი. აქ თითქმის 8 მლნ უცხოელი ცხოვრობს. სიმჭიდროვე და ურბანიზაცია ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში. მოსახლეობის თითქმის 89% ცხოვრობს ქალაქებში. „რურშტადტი“ მაღალურბანიზებული რეგიონია 10-11 მლნ მცხოვრებით.
- მოსახლეობა — 81,757,600 მლნ (2010), მათ შორის 91,5% გერმანელები, 2,4% თურქები. ქვეყანაში 5 მილიონი უცხოელი მუშაა, მათგან 1,6 მილიონი თურქია, დანარჩენი — იუგოსლავები, იტალიელები, ბერძნები.
- ენა — გერმანული.
- რელიგია (2004:) — კათოლიციზმი (31,7%), პროტესტანტიზმი (31,3%).
- დიდი ქალაქები (ათასი მცხ.): ბერლინი (3.274), ჰამბურგი (1.686), მიუნხენი (1.185), კელნი (965), ესენი (589), მაინის ფრანკფურტი (648), დორტმუნდი (588), შტუტგარტი (591), დიუსელდორფი (570), ბრემენი (528), ჰანოვერი (516), დუისბურგი (513), ნიურნბერგი (486), ლაიფციგი (486), დრეზდენი (473).
ეკონომიკა
ეკონომიკური პოტენციალით გერმანია უძლიერესი ქვეყანაა ევროპაში, და არამარტო ევროპაში. „დიდი რვიანის“ ქვეყნებს შორის, იგი მხოლოდ აშშ-სა და იაპონიას ჩამორჩება. მომსახურების სფეროს უდიდესი დარგებია ტრანსპორტი და საბანკო-საფინანსო საქმე. ენერტიკა ვითარდება როგორც ადგილობრივ, ასევე შემოტანილ ნედლეულზე. მანქანათმშენებლობა და ქიმიური ინდუსტრია ქვეყნის მრეწველობის წამყვანი დარგებია. მანქანათმშენებლობის წამყვანი სფეროა საავტომობილირო ინდუსტრია, დარგის სიძლიერით მას კონკურენტი არა ჰყავს ევროპაში. პირველობით გამოირჩევა ქიმიური ინდუსტრიაც. „ბასცი“ და „ბაიერი“ ქიმიური გიგანტები არიან. აგრობიზნესი უმსვილესია მეზობელი საფრანგეთის ანალოგიური დარგის შემდეგ ევროკავშირში.
გერმანია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, მშპ-ს მოცულობით (2.321 ტრილიონი $) მსოფლიოში მე-3 ადგილი უკავია
აშშ-სა და
იაპონიის შემდეგ.
- მშპ-ს სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა — 1, მრეწველობა — 32, მომსახურება — 67;
- ე.ე.პ. (1 სულზე) — 28.280 $.
- ექსპორტი — ჩარხები (უდიდესი ექსპორტიორი მსოფლიოში), ავტომობილები, სატრანსპორტო საშუალებები, ელექტრონიკა, სამრეწველო საქონელი, საფეიქრო ნაწარმი, ქიმიკატები, რკინა, ქვანახშირი, პლასტმასა.
- ბიუჯეტი — 802,000 მლდ $.
- ვალუტა — ევრო (EUR); 2002 წლამდე გერმანული მარკა.
- უდიდესი კომპანიები — დაიმლერ-მერსედეს ბენცი, ფოლკსვაგენი, აუდი, BMW, პორშე, ოპელი, ზიმენსი, ალიანცი, ადიდასი, აგფა, ბასფ, ლუფტჰანზა,
- უდიდესი ბანკები — დოიჩე ბანკი, კომერცბანკი, ბაიერიშე ფერაინსბანკი.
ტურიზმი ]
მართალია, ტურისტული თვალსაზრისით ევროპის დიდ ოთხეულთან შედარებით (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო) გერმანია მსხვილი ევროპული ქვეყანა არ არის, მაგრამ ეკონომიკის ეს დარგი ბოლო პერიოდში სწრაფი ტემპით ვითარდება. ქვეყანაში ყოველწლიურად ჩამოდის 20-22 მლნ ტურისტი, ძირითადად ნიდერლანდებიდან, აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან. უმნიშვნელოვანისი ტურისტული ადგილებია: ბერლინი, მიუნხენი, კელნი, ბალტიის ზღვის სანაპირო, ჰამბურგი.
გერმანია
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
1945 წელს გაყოფილ იქნა 4 საოკუპაციო ზონად.
1949 წელს ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული ზონებისაგან — შეიქმნა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საბჭოთა ზონისაგან —
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა.
1961 წელს აღიმართა ბერლინის კედელი. ეროვნული საზღვრები გახსნილ იქნა
1989 წელს, ოფიციალურად გერმანიის გაერთიანება გამოცხადდა
1990 წლის ოქტომბერში. გაერთიანებული გერმანიის პირველ კანცლერად აირჩიეს
ჰელმუტ კოლი.
მემკვიდრეობა]
- ბერლინი — პრუსიის კულტურული საგანძურის მუზეუმი, პერგამონის და ბოდეს მუზეუმები, შარლოტენბურგის სასახლე, სან-სუსის სასახლე და პარკი (XVII ს.), ბრანდენბურგის კარიბჭე და არსენალი (XVIII ს.), წმ. ნიკოლოზის ტაძარი (XIV ს.), რაიხსტაგის შენობა, მსოფლიოში უდიდესი ზოოპარკი;
- ლაიფციგი — ციხე-სიმაგრე (XIII ს.), რატუშა (XVII ს.), კოშკი «ხალხთა ბრძოლა» (XIX ს.);
- დრეზდენი — ცვინგერის სასახლე სურათების გალერეით და იარაღის მუზეუმით;
- კელნი — მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გოთური ტაძარი (XIII — XIX სს.);
- ბონი — ბეთჰოვენის სახლ-მუზეუმი;
- ვაიმარი — ციხე-სიმაგრე (XII ს.), გოეთეს სახლ-მუზეუმი;
- აახენის კათედრალური ტაძარი, პოტსდამისა და ბერლინის სასახლეები და პარკები, ქალაქი ბამბერგი, მაულბრონის სამონასტრო კომპლექსი, შვარცვალდის მთები;
- გერმანული ეპოსი — სიმღერა ნიბელუნგებზე და გუდრუნი (XIII